top of page
278142146_996529744402157_4321391910898639195_n.jpg

ჩვენ შესახებ

ორგანიზაციის დაარსება

„ახალგაზრდული ჰორიზონტი“ დაარსდა 2018 წლის 5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს, ახალგაზრდებში მოხალისეობის სულისკვეთებისა და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.

ძირითადი საქმიანობა

ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშესაწყობად, ორგანიზაციის პროგრამული საქმიანობა ორიენტირებულია შემდეგი ძირითადი მიმართულებების განხორციელებაზე:

სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მოხალისეობრივ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდას;

ეკონომიკური გაძლიერება, რაც მიმართულია ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის გაძლიერებისა და დასაქმების, მათ შორის, თვითდასაქმებასა და შესაძლებლობებზე წვდომაზე;

ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ სხვადასხვა პროგრამებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენას მათ წინაშე არსებული ბარიერების გადალახვაში;

 

ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და უცხოელ თანატოლებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის წახალისებას.

ორგანიზაციის მხარდამჭერები

„ახალგაზრდული ჰორიზონტი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ხელშეწყობილია საერთაშორისო დონორების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კომერციული ორგანიზაციების, კერძო შემომწირველებისა და მოხალისეების მიერ.

bottom of page